"ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ამ ადამიანებმა დაიწყეს შიმშილობა, - ამბობს ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომლის თანაგუნდელებმაც დღეს პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.
„ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო ცხოვრებაში აღარ ვიყოთ ჩართული, მანდატები დავტოვოთ, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შედეგი. როცა ერთპარტიული იყო პარლამენტი, ჰქონდა ამას შედეგიც და მნიშვნელობაც. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ შევეცდები, სხვა ჩემი კოლეგებიც დავარწმუნო, არათუ ჩვენ ფრაქციაში, არამედ ფრაქციის გარეთ, რომ პარლამენტი საბოლოოდ დარჩეს ერთპარტიული", - თქვა ხაბეიშვილმა.