ირანის ბირთვულ პროგრამაზე შემდეგი მოლაპარაკებების რაუნდი 2011 წლის იანვრის ბოლოს თურქეთში გაიმართება. გარდა ამისა, ჟენევაში გამართულ ორდღიან მოლაპარაკებებზე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხებოდა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, კონკრეტული რღვევა ხანგრძლივ დავაში არ ყოფილა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი იღებდნენ ირანთან ერთად.
დასავლეთი ირანის ბირთვული ამბიციის შესახებ მოლაპარაკებებზე შეშფოთებას გამოხატავდა და ირანისგან რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ითხოვდა, რაც ამ ხანგრძლივი დავის ჩიხში შეყვანასგან დაიცავდა.
თუმცა ირანი დასავლეთის მოთხოვნების გათვალისწინებისგან თავს იკავებს.
"ირანი გააგრძელებს მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ორმხრივ თანამშრომლობას დაეფუძნება. ირანი არასდროს შეეგუება ნებისმიერ ზეწოლას, რაც ამ მოლაპარაკებების პროცესში იქნება წამოსული", - განაცხადა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე საიდ ჯალალიმ.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მაშინ იქნება ნაყოფიერი, როდესაც მისი ქვეყნის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გაუქმდება.