ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ერთობა, პარტიის გაძლიერება. არც ფარდის უკან ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა ადამიანი, ვისაც პარტიის დაყოფა სურს.
„სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს ვინმესთვის რამეზე ფარდის ახდას. ეს პარტიას აზიანებს. ამიტომ მე და ჩემს თანამებრძოლებს გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ ალბათ კარის გაჯახუნება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სტაბილურად მობილიზება დაიწყოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.