გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია - ოპოზიციური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო უწყებიდან გათავისუფლება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
"ცალსახად, მოტივები არის პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვი თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით და ჩვენ ისე მოხდა, რომ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები, ამის გამო ვერ გაუშვეს. მერე პანდემია იყო ერთი წელი ამის გამო წაიღო და როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს, ასევე, საგარეოდან. [გადაწყვეტილების გასაჩივრება] ჩემი ცოლის ნატას გადასაწყვეტია, ნატა მიხედავს თვითონ",- ამბობს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე საგარეო საქმეთა სამინისტროდან თითქმის 17-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. მიზეზად ნატა ქორიძეს უთხრეს, რომ მისი პოზიცია გაუქმდა და მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახლეს.