პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება.
„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა.
რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა.