რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებას აძლევს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შესაბამისი განკარგულება დღეს, 14 ნოემბერს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა .
მანამდე კი, რუსეთის სათათბიროს დეპუტატებმა კანონმდებლობაში მიიღეს ცვლილებები უცხოელების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ.
ცნობისთვის უცხოელებს, რომლებმაც გააფორმეს ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შესახებ მინიმუმ ერთი წლის ვადით, შეძლებენ მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით.