მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, რომ „სპეციალისტების თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, შეიცვლის თუ არა მმართველი პარტია პოზიციას“.
კახა კალაძის თქმით, ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი.
„სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არის შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. აქ პარტია რა შუაშია. ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან, სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.