უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფება, ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს უთხრა, რომ "წინ მიიწევენ" და მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის.
სააგენტო როიტერსის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენკის ქალაქის მცხოვრებლები უკრაინის დროშებით შეეგებნენ, ზოგ მათგან თან ბავშვებიც ახლდა. ზელენკიმ განაცხდა, რომ ის ბედნიერია ხალხის რეაქციის გამო, რადგან მათი რეაქცია დადგმული არაა.
ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენკის უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებს", - თქვა მან.