ჩემთვის სრულიად აუხსნელი, გაუგებარი იყო რაღაც პრიმიტიული პარტიზანობა, რომელიც დღეს ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან. გაუფრთხილებლად, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღია საუბარი არ შეგვეძლო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
ნუგზარ წიკლაური გამოემხუარა ირაკლი ნადირაძის ბრიფინგზე გაკეთებულ განაცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.
როგორც წიკლაური ამბობს, პარტიაში არჩევნებს ყოველთვის მიესალმებოდნენ და შესაძლებელი იყო, რომ თარიღი ერთად დაეგეგმათ.
„ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე, თვით ნიკა მელიას და კიდევ რამდენიმე ადამიანის ინიციატივა იყო, იქნებ, საჭირო იყოს ახალი არჩევნების ჩატარება. მით უმეტეს, სულ ორი თუ სამი თვე გვაშორებს ვადას, როდესაც პოლიტიკური საბჭოს არჩევნები უნდა მოხდეს. ისედაც უნდა ჩატარებულიყო პოლიტიკური არჩევნები, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი იყო ის რაღაც პრიმიტიული პარტიზანობა, რომელიც დღეს ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან. გაუფრთხილებლად, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს ამის რაიმე სახის შესაძლებლობა არ არსებობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ან ნებისმიერ საკითხზე სრულიად ღია და გახსნილი საუბარი არ შეგვეძლო.
სავსებით შესაძლებელი იყო, ერთად დაგვეგეგმა თარიღი, როდის ჩატარდებოდა“, – განაცხადა წიკლაურმა.