"შეშფოთებულები ვართ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენით..." - ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას.
"შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე, რაც აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. ლიეტუვა, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ყურადღებით აკვირდება საქართველოს ძალისხმევას 12-ვე პრიორიტეტის შესრულებაში, კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.