რუსეთის პრეზიდენტი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სამმხრივი სამიტის დაწყებამდე პუტინი ილჰამ ალიევთანაც გეგმავს აუდიენციას. მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივების განხილვაა.
როგორც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა თქვა, აუცილებლია ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდეს.
"სომხეთ-აზერბაიჯანის შორის კონფლიქტი ათობით წელია გრძელდება. ყარაბაღის კონფლიქტი ოდესმე უნდა დასრულდეს და ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას ყველანაირად მხარს ვუჭერთ. ჩვენ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზები. მთავარია, მოხდეს მშვიდობის უზრუნველყოფა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ მხრივ წინსვლას”, - განაცხადა პუტინმა.