ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელერახი NDTV ავრცელებს.
ტრაგედია 30 ოქტომბერს მოხდა. 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. ის ორი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი და 26 ოქტომბერს რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. მედიის ცნობით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.
მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.