ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, შესაბამისად, 2023 წელს დახმარება ჯამში 18 მილიარდი ევროს ფარგლებში იქნება.
ამის შესახებ მან დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინას თვეში დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, კერძოდ, ექიმების, მასწავლებლებისა და სამხედროების ხელფასები.
"უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირი მზად არის უზრუნველყოს ეს და მე ვმუშაობ წევრ ქვეყნებთან", - განაცხადა მან.