27 ოქტომბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე ალტერნატივა ჯორჯია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიება გაიმართება ონლაინრეჟიმში.
„ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფსიქოლოგს, ნარკოლოგს, იურისტს და ფსიქიატრს დაუსვან შეკითხვები ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტები სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს გასცემენ.
პარალელურად Facebook-ზე კომენტარებში შეგეძლებათ დასვათ კითხვები. ასევე, კითხვის დასმა შესაძლებელი იქნება დახურულ ჯგუფში ანონიმურად, სადაც არ მოხდება თქვენი ვინაობის იდენტიფიცირება.
თუკი ღონისძიებაში მონაწილეთა დიდი რიცხვის გამო, ვერ მოხერხდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ღონისძიების დღიდან 2 კვირის ვადაში, ექსპერტები მოამზადებენ თქვენ მიერ დასმულ საინტერესო კითხვებზე პასუხს და გამოაქვეყნებენ Facebook-ზე“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.