„ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ მთავრობა არ გვყავს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან საკითხში ჩვენ ეროვნულ ინტერესებს გაატარებს და საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, აქედან მოდის ყველაფერი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემოდინებას
„ამის შემდეგ უკვე ნორმალური მთავრობა, რომ გვყოლოდა და როცა გვეყოლება, ბუნებრივია, მტრული სახლემწიფოდან მომავალი ამხელა ნაკადი არ შეიძლება შემოდიოდეს. ეს არ არის არანაირი ეთნიკური ნიშნით სიძულვილი, ეს არის მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ ბუნებრივი ინტერესი რომ გაიფილტროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და გნებავთ პროპაგანდა არ მინდა რომ დავარქვა, მორალური თვალსაზრისით.
არ შეიძლება პუტინისტური რუსეთის ნორმალიზაცია მოხდეს, ამით ეს ხდება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ანტიპუტინისტებს აჩერებს, გამორჩეული ანტიპუტინისტების არ შემოშვების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს და სხვების შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენი პოზიცია, ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის არის რომ ვინც პუტინს ებრძვის, ვინც დევნილია და ვიზეც ეს მკაფიოდ ვიცით, მათთვის უნდა ვიყოთ თავშესაფარი, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფილტრი უნდა დავაწესოთ და მანდ არანაირი არც მორალური, არც სამართლებრივი ან საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს რომ მივიღოთ“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ