რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
"მიკოლაივს ღამით S-300 ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს, დაარტყეს ორსართულიან სახლს. ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - დაწერა კიმმა ტელეგრამ არხზე.