უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
-
ჯარისკაცი - დაახლოებით 65 320;
-
ტანკი - 2 537;
-
ჯავშანტექნიკა - 5 205;
-
საარტილერიო სისტემა - 1 599;
-
სარაკეტო სისტემა - 366;
-
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 187;
-
თვითმფრინავები - 268;
-
ვერტმფრენი - 242;
-
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 241;
-
საკრუიზო რაკეტები - 316;
-
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 969;
-
გემი/ნავი/კატარღა - 16;
-
სპეციალური აღჭურვილობა - 144.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.