ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.
"მახსოვს, იანვარში, დონბასში ფრონტის ხაზზე წავედი და შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრს. მან მითხრა, ვიცით, როდესაც რუსები თავს დაგვესხმებიან, ჩვენს დასახმარებლად თქვენს ჯარისკაცებს არ გამოგზავნით. მაგრამ ველით, რომ თქვენ მოგვცემთ იარაღს თავის დასაცავად და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უპრეცედენტო გზით და ასე უნდა გავაგრძელოთ რამდენ ხანსაც საჭიროა.
ერთ რამეში დარწმუნებული ვართ, არ დავიღლებით უკრაინის დახმარებით. უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არ არის უბრალოდ კეთილშობილება, ეს არის ჩვენი ინტერესი და უსაფრთხოება. უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო, ეკონომიკურ, დიპლომატიურ სფეროში",- აცხადებს ბორელი.