CNN- ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, რომელშიც გაერთიანებულია სოციალური ქსელები Facebook და instagram , ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.
აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეწყვიტონ მისი ანგარიშების მომსახურება.
ცნობისთვის, მანამდე, 21 მარტს მოსკოვის ტვერსკოეს რაიონულმა სასამართლომ კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომ რუსეთის მტკიცებით, Meta უკრაინელებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლებას აძლევს.