ის, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა წარმატებული იყო, შეხვედრების შემდეგ, არაერთმა ლიდერმა დაადასტურა - პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის შემდეგ, დღეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ხვდებიან.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა რომ ევროპულ კონტინენტზე ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები ერთად დგანან. არიან ევროპული გაერთიანების წევრები და ევროპელები, ზოგიერთს სურს რომ შეუერთდნენ ევროკავშირს, ზოგს კი ეს არ უნდა, თუმცა ყველა მათგანი ზის, განიხილავს და აჩვენებს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ნაბიჯი არის ხალხის დიდი კოალიციის შექმნა ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.