ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საშემოდგომო სამხედრო სწავლება დაიწყო. პოლიგონზე, სოფელ ძარწემში, მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს.
"განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედროების ინდივიდუალურ ქმედებებს.
ასევე მოქმედებებს რაზმების, ეკიპაჟების და ჯგუფების შემადგენლობაში", - წერს ე.წ. თავდაცვის სამინისტრო.
ე.წ. თავდაცვის მინისტრი, მარატ პავლოვი კი ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა, სადაც ე.წ. თავდაცვის მინისტრთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. პავლოვი, ასევე, შეხვდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბას.