ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის "განკარგულებას", რომლის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
"განკარგულების" თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.
ბჟანიამ "მინისტრთა კაბინეტს", რაიონებისა და ქალაქ სოხუმის "ადმინისტრაციებს" დაავალა უზრუნველყონ გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება.