რუსეთის პოლიციამ საგამოძიებო კომიტეტს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სქმის აძვრის მიზნით მიმართა და მასალები გადაუგზავნა. იუწყება რუსული მედია. .“ტასის“ ინფორმაციით, საქმე ეხება „ყალბი ცნობების“ გავრცელებას ფესტივალების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ.
მანმდე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რეჟისორ ვიტალი მანსკის წინააღმდეგ და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა. რეჟისორმა სობჩაკთან ინტერვიუში მის YouTube-არხზე განაცხადა, რომ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ბიუჯეტის 85 პროცენტი იფლანგება. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით სობჩაკი დაკითხეს.
როგორც სააგენტოს განუცხადეს, დაკითხვაზე სობჩაკმა განაცხადა, რომ მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს, რადგან არანაირი ადმინსიტრაციული რესურსი, რედაქტორი ან რეჟისორი აღნიშნულ მასალას არ აქვს.
სობჩაკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე გაგზავნილია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.