ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ბჟანიამ და ლუკაშენკომ ისაუბრეს "ორმხრივ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მიმოიხილეს საერთაშორისო მოვლენები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები."
აღსანიშნავია რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს მასპინძლობს ბიჭვინთის იმ აგარაკზე, რომელიც, სავარაუდოდ, მალე პუტინის საკუთრებაში გადავა.