ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე, მის შედეგებსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია.
"თქვენ ხართ ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.