უკრაინაში ომისგან განადგურებული სკოლების აღსადგენად, ევროკავშირი 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და თავის წვლილს შეიტანს უკრაინის რეკონსტრუქციაში.
"ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. უკრაინის აღდგენას უზარმაზარი რესურსები დასჭირდება", - დასძინა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს კიევში გაემგზავრება და უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს.