გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოლაპარაკებისა და უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა.
მედიის ინფორმაციით, საუბარი 90 წუთს გაგრძელდა.
"უკრაინაში შექმნილი სერიოზული საომარი სიტუაციისა და შედეგების გათვალისწინებით, კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთის ჯარების გაყვანასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საუბარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მდგომარეობასაც შეეხო. შოლცმა აღნიშნა, რომ აუცილებლია სადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"ამ კონტექსტში, კანცლერმა მოუწოდა, თავიდან აიცილონ ესკალაციის ნაბიჯები და დაუყოვნებლივ განახორციელონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში რეკომენდირებული ზომები", - ნათქვამია განცხადებაში.