მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ აუკრძალა Air Moldova-ს და სხვა ეროვნულ გადამზიდავებს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის ფრენების განახლება აუკრძალა. განაცხადა მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ.
ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მოლდოვის ხელისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) დირექტივების შესაბამისად მიიღო.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოლდოვამ შეაჩერა საჰაერო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან.
9 სექტემბერს Air Moldova-მ განაცხადა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებს ფრენებს მოსკოვის მიმართულებით. ავიაკომპანიას ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ "მოსკოვში მყოფი მოლდოვის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ".
Air Moldova-ს განცხადება მოსკოვში ფრენების აღდგენის განზრახვის თაობაზე, ფართოდ იქნა გაკრიტიკებული მოლდოვის სახელისუფლებო წრეებში.