გადამხდელის მხრიდან გადასახადის გადახდა არის მონაწილეობა საზოგადოების განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნისას.
"რომ არა გადასახადების გადახდა, ვერ შევქმნით კარგ განათლების სისტემას, ვერ გვექნება კარგი ჯანმრთელობის დაცვა, კარგი სოციალური დაცვა, ვერ ავაშენებთ გზებს და ახალ ტურისტულ ინფრასტუქტურას და ვერ შევქნით კეთილდღეობის საფუძველს. საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა - ეს არის ყველას ვალი, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმული ყველა მოქმედი პირის", - გნაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, სახელმწიფომ გადამხდელს "ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ უნდა ჩაკიდოს ხელი და როგორც ჭეშმარიტი პარტნიორები, ორივე ერთად გავიდნენ სამშვიდობოს", - აღნშნა პრეზიდენტმა.