"დღეს საქართველოს მომავალი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების მხრებზე დგას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ტყუილად კი არ დავრბივარ აქეთ-იქეთ, ვსაუბრობ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე და დამაქვს ეს პროექტები ზევით-ქვევით. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ რა დროს სასტუმროების მშენებლობაა, მაგალითად ანაკლიაში, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთესად, იმისთვის, რომ გაჭირვება იყოს ნაკლები, უნდა გამოვასწოროთ მეწარმის სულისკვეთება, უნდა ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი შეიქმნას. სწორედ ისინი ქმნიან საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დოვლათს", - განმარტა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მეწარმე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, რის გამოც სამართლიანი ეკონომიკური გარემო უნდა შეიქმნას.
"მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს მეწარმე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, გაჭირვებულების დახმარებას, ესე იგი, სახელმწიფოს წინ წასვლას და ესე იგი, საქარველოს დამკვიდრებას მსოფლიოში", - დასძინა მან.