შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ორი სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 ახლო აღმოსავლეთის ცაზე გამოჩნდა, როგორც სიმბოლო ძალის დემონსტრირებისა.
სტრატეგიული ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში, Fairford-ის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრინდნენ.
ბომბდამშენებმა გადაუფრინეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას, არაბეთის ნახევარკუნძულსა და წითელ ზღვას. სასწავლო მისიის ფარგლებში, რეგიონის დატოვებამდე, ამერიკულ ბომბდამშენებს თან ახლდა ქუვეითისა და საუდის არაბეთის თვითფმრინავები.
"ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი პარტნიორების მიმართ მუქარა უპასუხოდ არ დარჩება", - თქვა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსუს გრინკევიჩმა, აშშ-ის საჰაერო ძალების მაღალჩინოსანმა ახლო აღმოსავლეთში.
"ასეთი მისიები ადასტურებს ჩვენს უნარს გავაერთიანოთ ძალები ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაჩერებლად და, საჭიროების შემთხვევაში, დასამარცხებლად", - დასძინა მან.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის ფონზე, აშშ ხშირად გზავნის ბომბდამშენებს რეგიონში. ბოლოს ასეთი ფრენა ივნისში განხორციელდა.
აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას გადაუფრინეს.
ორივე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress არის 23-ე ბომბდამშენის ესკადრილიის შემადგენლობაში და განლაგებულია დიდ ბრიტანეთში, Fairford-ს საჰაერო ძალების ბაზაზე.