რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „ამომავალი მზის ქვეყანა“ რუსეთია და არა იაპონია. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ახალგაზრდული ეკოლოგიური ფორუმის მონაწილეებთან ისაუბრა.
ფორუმი კამჩატკაზე გაიმართა.
თავისი მოსაზრების გასამყარებლად, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიები იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს.
"ზოგადად, ჩვენს იაპონელ მეზობლებლს, იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ მგონი იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს კამჩატკა ან სახალინი. კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს ახალი ზელანდია, ხოლო ახალ ზელანდიაზე კიდევ უფრო აღმოსავლეთით ჩუკოტკა, იქ კიდევ 60 კილომეტრიანი სრუტეა, ხოლო იმის იქეთ უკვე ამერიკის კონტინენტი. ამ თვალსაზრისით ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთია", - თქვა ვლადიმირ პუტინმა.