რუსეთსა და საქართველოს შორის ვერავითარ კონფლიქტს ჩვენ ვერ ვხედავთ. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ - "დასავლური დელეგაციების რიგი ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლებში "საქართველოში არსებული" კონფლიქტების თემა ისმოდა თან, ისეთი კონტექსტით, თითქოს კონფლიქტი მოსკოვსა და თბილისს შორის არსებობს".
"ჩვენ ავუხსენით ჩვენს თანამოსაუბრეებს და ეს მკაფიოდ აისასა კიდეც რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ ასტანის სამიტზე სიტყვის გამოსვლის დროსაც, რომ - ვერავითარ კონფლიქტს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩვენ ვერ ვხედავთ.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.