ჩემი გული უკრაინაშია, მსურს უკრაინა იყოს თავისუფალი და უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში, რომეილიც უკრაინულ ენაზე, მის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"მე ვარ ტყვე, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვების მიმართ ჩემი უსაზღვრო რწმენა.
მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები", - ნათქვამია წერილში.