საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც, მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი არ იზიარებდა.
"ჰარცელს რაც შეეხება, ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან ევროკავშირში მიდიოდა, არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში ვითარდება. ათასი არგუმენტი არსებობს იმის, რითიც შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველო მოწინავე ევროპული სტანდარტის ქვეყანაა, რასაც არ იზიარებს კარლ ჰარცელი და თავის განცხადებაში ამაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 20 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.
იმავე დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.