პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს "შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო".
სამხრაძის კომენტარი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდება, სადაც მან უარყოფითად შეაფასა ელჩი ჰარცელის მოღვაწეობა.
"სხვა ადამიანების კომნეტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია, რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო", - განაცხდა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.