წუხელ, გალის რაიონში ყაჩაღობის ოთხი ფაქტი მოხდა. სოფლებში საბერიოში, ჭუბურხინჯსა და დიხაზურგაში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვი წაართვეს.
ოჯახებიდან გამოიტანეს საკვები პროდუქტები, ჩატვირთეს "ურალის" მარკის სატვირთო ავტომანქანაში და თავიანთ პოსტზე დაბრუნდნენ.
გარდა ამისა, ჭუბურხინჯში დღეს სროლის ხმაც ისმოდა. რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს აფხაზი ე.წ. მესაზღვრის რამაზ მელუას ავტომანქანას, რომელსაც ქართველები ზუგდიდის რაიონისკენ მოჰყავდა. რამაზ მელუა გადარჩა, თუმცა მანქანა დაცხრილულია.