გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ხნის წინ დაგეგმა უკრაინაზე თავდასხმა, შეჭრის გადაწყვეტილება კი ერთი წლით ადრე მიიღო. ამის შესახებ შილცმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სინამდვილეში არავინ იცის", - ასე უპასუხა შოლცმა კითხვას, როდის ამოეწურება პუტინსს რესურსი ომის გასაგრძელებლად, თუმცა კანცლერის თქმით, გრძელვადიანი დაგეგმვა მოწმობს, რომ ის მზად არის ხანგრძლივი ომისთვის.
"ის აწარმოეებს სასტიკ ომს, რისთვისაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა... ვფიქრობ, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება მან ერთ წლით ადრე ან შესაძლოა კიდევ უფრო ადრე მიიღო, რადგან ის ემზადებოდა ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში. მას შეუძლია ომი კიდევ დიდხანს გააგრძელოს", - თქვა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ პუტინი არ აღიარებს, რუსეთი დასავლეთის სანქციების გამო დიდ წნეხს განიცდის.
"ეს ხდება არც თუ ისე განვითარებულ ქვეყანაში, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ტექნოლოგიები დანარჩენი მსოფლიოდან, რათა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების დონე", - განაცხადა შოლცმა.