რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკას უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს. შესაბამის დასკვნამდე ISW-ის ანალიტიკოსები (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი) მივიდნენ.
ექსპერტების აზრით, პუტინი თავისი არმიის მხარდასაჭერად ფინანსურ პირობებს ქმნის.
კერძოდ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონში შესწორება რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ სფეროებში განსაკუთრებული ზომების მიღებას. ეს კი რუსულ საწარმოებს (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ავალდებულებს დაეხმარონ რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.
"შესწორება რუსულ საწარმოებს უკრძალავს უარი თქვან სახელმწიფო შეკვეთებზე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასახმარებლად და კრემლს უფლებას აძლევს შეცვალოს დასაქმებულებისა და შრომის პირობების კონტრაქტები, მაგალითად, აიძულოს თანამშრომლები იმუშაონ ღამით ან სადღესასწაულო დღეებში", - აცხადებენ ISW-ში.
შესწორების აღწერაში აღნიშნულია, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომელიც კრემლის პროპაგანდისტების თქმით, უკრაინაში გრძელდება, აღმოჩენილია მიწოდების დეფიციტი, მათ შორის მასალების, რომლებიც საჭიროა სამხედრო ტექნიკის რემონტისთვის და ნათქვამია, რომ რუსმა მოხელეებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში.
ამასთან, ISW-ის ანალიტიკოსებმა ვარაუდობენ, რომ მოსკოვი მიმართავს ზომებს რუსეთის ენერგეტიკის სისტემაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინტეგრაციისათვის.
მანამდე, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი აცხადებდა, რომ რუსეთის ეკონომიკის კრახმა, შესაძლოა, გამოიწვიოს უკრაინის არმიის გამარჯვება, რომელიც ყოველდღე თავის პოტენციალს ზრდის. მისი თქმით, ომის შედეგები უკვე აისახება რუსეთის ეკონომიკაზე, 2022 წლის ბოლოსთვის კი ის უფრო საგრძნობი გახდება.