ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელაში ნარკოვაჭრობაში ჩართულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ. ტრამპმა ეს უარყო. იუწყება Bloomberg
ტრამპს პარასკევს, Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უოასუხა: „არა“.
მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ აღნიშნულ ინფორმაციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ანონიმურმა წყაროებმა არ იციან რაზე საუბრობენ“ და რომ ნებისმიერ განცხადებას თავად პრეზიდენტი ტრამპი გააკეთებს.
შეგახსენებთ, Miami Herald-მა და Wall Street Journal-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელაში ნარკოვაჭრობაში ჩართულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.
Miami Herald-ის წყაროები, რომლებიც სიტუაციას კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ დარტყმები შესაძლოა ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს.
დაგეგმილი თავდასხმები, რომელთა შესახებაც ასევე იტყობინება Wall Street Journal, ნარკოვაჭრობისთვის გამოყენებულ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნება მიმართული.