უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციებისგან შეღავათი სთხოვა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა უარი უთხრა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მან მოითხოვა [შეთავათები] ჩვენ ჯერ არ მიგვიცია, მაგრამ მან მოითხოვა“, - თქვა ტრამპმა.
27 ოქტომბერს ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობსექტორის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შემოღება ტრამპის შეცდომა იყო. მისი თქმით, შეეცდება ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, განსაკუთრებით მისი ქვეყნისთვის.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, “ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ სანქციები დაუწესა.