"რამ გაუფუჭა საქართველოს საქმე და ამას აქვს სახელი და გვარი, როგორც წერია რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილი მისი მთავრობის მოღვაწეობსთან ერთად, რამაც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ზიანი მიაყენა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.
"იმედი მაინც უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, მაგრამ ამავე დროს ევროპარლამენტის ინსტიტუციაში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ბატონი დომ რუსკისი. ძალიან ნათლად არის ჩამოყალიბებული თუ რა არის მთავარი ბარიერი საქართველოსთვის, რამ გაუფუჭა საქართველოს საქმე და ამას აქვს სახელი და გვარი, როგორც წერია რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილი მისი მთავრობის მოღვაწეობსთან ერთად, რამაც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ზიანი მიაყენა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ეს არის აზრი, რომელსაც არ შეწინააღმდეგებია არავინ, მათ შორის, არც "ქართული ოცნების" მოკავშირეები. არავინ არ გამოსულა, არავის არ შეუქია და დაუცავს "ქართული ოცნება". ასე რომ პასუხისმგებლობა, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, არის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის კისერზე", - თქვა გიორგი კანდელაკმა.
უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 17 ივნისს გააკეთებს.