რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
ოკუპანტები ბოლო ორი დღეა ზარდიაანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის მიღმა დამატებითი ტერიტორიები აღმოჩნდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.