დღეს, 20 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პროექტის _ "მე ვირჩევ სპორტს" _ გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
პილოტური პროექტი, რომლის მიზანი მოსწავლეთა შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, 8 ნოემბერს პარლამენტის ეგიდით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით დაიწყო.
შეჯიბრება ჩატარდა კალათბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში.
20 ნოემბერს გაიმართება ფინალი და გამარჯვებულ სკოლებს ბაქრაძე დააჯილდოებს.
პროექტი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.