უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 200 ბავშვი დაიღუპა და 362 დაიჭრა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის, ხარკოვის, ჩერნიჰოვის, ხერსონის, მიკოლაივის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქებში.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 95 მთლიანად არის დანგრეული.