დღეს, 3 პრილს ცნობილი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი გამარჯვების შესახებ. უკრაინის არმიამ ქალაქ პრიპიატის რაიონზე კონტროლი აღადგინა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას სადესანტო მოიერიშე ჯარების მეთაურობა ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ პრიპიატზე და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან მთელი კიევის ოლქი გაათავისუფლა.