რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღარ არიან, თუმცა მათი ნაწილი გაუცხოების ზონაში ჯერ ისევ რჩება. ამის შესახებ უკრაინის გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი კრამარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსმა სამხედრობმა წაიღეს კომპიუტერები და სადგურზე არსებული ქონების ნაწილი. ამის გარდა, რუსეთის ძალებმა ტყვეად აიყვანეს უკრაინის შსს-ს ეროვნული გვარდიის თანამშრომლები.
31 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მიიღეს თუ არა დასხივება რუსმა ჯარისკაცებმა.
"ამჟამად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ინფორმაცია, რომ ჩერნობილის გაუცხოების ზონაში რუსმა ჯარისკაცებმა მიიღეს რადიაციის მაღალი დოზა. სააგენტო ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასებისთვის", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უკრაინულ მედიასაშაულებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათობით რუსმა სამხედრომ ჩერნობილის ატომურ ელეტქროსადგურზე დიდი დოზით დასხივება მიიღო.