ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთიდან გატანილია 1 255 ტონა მანდარინი და 400 ტონაზე მეტი ფეიხოა. ეს ინფორმაცია სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
მათი პროგნოზის მიხედვით, მანდარინის სეზონის დასასრულამდე აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი იქნება 27 ათას ტონამდე ციტრუსის ნაყოფი.
"აფხაზეთში ეკოლოგიურად სუფთა ციტრუსი, ფეიხოა და იაპონური ხურმა მოჰყავთ. მეურნეობებში მათ მოსაყვანად ნიტრატებს არ იყენებენ", _ აცხადებს აფხაზეთის ე. წ. სოფლის მეუნეობის მინისტრი იური აკაბა.