რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
"145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასტაბიანი შეჭრის შემდეგ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 75 სრულად არის დანგრეული.
უწყების ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარებაა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიჰოვის ოლქებსა და ქალაქ კიევში.
ამასთან, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად ცხელი წერტილების სრულყოფილი დთვალიერება ვერ ხერხდება.