სტამბოლში მოლარაკაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრებმა რუსეთს შესთავაზეს სამშვიდობო შეთანხმებაში ჩაიწეროს ცალკე პუნქტი, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხი გადაწყდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
"რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ეს ცალკე პუნქტია. ჩვენ ვთავაზობთ, დავაფიქსიროთ უკრაინის და რუსეთის წინადადება, რომ 15 წლის განმავლობაში გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ამ 15 წლის განმავლობაში, ვიდრე მოლაპარაკებები გაგრძელდება, უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებენ სამხედრო ძალებს ყირიმის საკითხის გადასაჭრელად.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ "მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართა". მისივე თქმით, უკრაინის „წინადადებები განიხილება უახლოესი დროის განმავლობაში, წარედგინება პრეზიდენტს [პუტინს] და გაეცემა შესაბამისი პასუხი".
მედინსკიმ ასევე განაცხადა პუტინისა და ზელენკის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც შესაძლოა, გაიმართოს სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის პარალელურად.